VII დღე
დღეს განვიილეთ მე-5 მოდული, რომელიც ეხებოდა მოსწავლის პროექტების შეფასებას. სესიის დასაწყისში გავეცანით ერთმანეთის ნამუშევარს, ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. შემდეგ გავეცანით იმ რესურსებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს პროექტზე მუშაობისას. მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
Комментарии
Отправить комментарий