პროექტის IV დღეს განვიილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი ფორმები. დავიწყეთ შეფასების გეგმის გაწერა და გავიარეთ თითოეული პუნქტუი, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გეგმის შინაარსის წერისას.
დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ გეგმები და მივეცით უკუკავშირი. განვიხილეთ მე-6 მოდული. ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციაზე, კლასში არსებულ მოსწავლეთა კატეგორიაზე. თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტში და როგორი სირთულის დავალებები მივაწოდოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, არაქართულენოვან მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს. გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, ჯგუფების შექმნის სტრატეგიებს.
პრქტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში, როგორც მოსწავლეთა, ასევე მშობელთა ჩართულობა. ამ ტრენინგის I მოდულის გავლით გავეცანი პროექტის მოთხოვნებს, სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას.შევისწავლე, თუ როგორ შევქმნა ტქნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ მოვამზადო პუბლიკაციები, გამოცემები პროექტებით სწავლების თემაზე. ტრენინგის დასაწყინი ერთობ საინტერესოა. მადლობა ტრენერს, ქალბატონ ნათიას.
Комментарии
Отправить комментарий