ტრენინგის III დღე
ტრენინგის III დღეს გავიარეთ პროექტებით სწავლების მე-2 მოდული "სასწავლო პროექტებით დაგეგმვა". ამ მოდულის ფარგლებში დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. პროექტის თემიდან გამომდინარე შევარჩიე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავსახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ამ აქტივობებთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც განვიხილეთ გუნდურად.
Комментарии
Отправить комментарий