Сообщения

Сообщения за июль, 2017

კურსის რეფლექსია

ტრენინგ-კურსი "პროექტებით სწავლება ისტ-ის ინტეგრირებით" მიმდინარეობდა 10.06.17-დან 10.07.17-მდე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მივიღეთ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება პროექტის შესაქმნელად. კურსის განმავლობაში დაგროვილი მასალებს, რესურსებს თავი მოვუყარეთ " პროექტის პორტფოლიო "-ში. მადლობა "მასწავლებელთა სახლს" და დაუზარელ ტრენერს საჭირო და საინტერესო ტრენინგისთვის.

VIII დღე

დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ გეგმები და მივეცით უკუკავშირი. განვიხილეთ მე-6 მოდული. ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციაზე,  კლასში არსებულ მოსწავლეთა კატეგორიაზე. თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტში და როგორი სირთულის დავალებები მივაწოდოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, არაქართულენოვან მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს.    გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, ჯგუფების შექმნის სტრატეგიებს. 
Изображение
https://youtu.be/k2S83iESB0o

VII დღე

დღეს განვიილეთ მე-5 მოდული, რომელიც ეხებოდა მოსწავლის პროექტების შეფასებას. სესიის დასაწყისში გავეცანით ერთმანეთის ნამუშევარს, ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. შემდეგ გავეცანით იმ  რესურსებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს პროექტზე მუშაობისას. მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.